შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ
შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ
შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ
შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ

შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ

Free 40 pages 1 hour of reading

გულუხვობა — ეს არ არის რაღაც თეორიული რამ. შვიდდღიანი მოწოდების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ აღგძრათ და შთაგაგონოთ სიუხვით სავსე ცხოვრებით იცხოვროთ, რომელიც სიხარულით გადმოსჩქეფს და იესო ქრისტეს წარმოაჩენს. რაღა თქმა უნდა, ზოგიერეთები შემდეგ კითხვას დასვამენ: «და როგორ გამოიყურება ეს ცხოვრება?» სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ შეგვიძლია პრაქტიკაში გავატაროთ წმიდა წერილი, მაგალითები და მსჯელობა, ისე, რომ მათ მართლაც გამოიღონ შედეგი?

ამ საკითხების მოსაგვარებლად, ჩვენ გთავაზობთ გამოეხმაუროთ შვიდდღიან მოწოდებას გულუხვობისკენ. თითოეული დღე, ამ შვიდი დღიდან, თავის თავში მოიცავს მონაკვეთს წმიდა წერილიდან, მსჯელობას და დავალებას. მრავალ დავალებას აქვს დამატებითი რესურსები, რომლებიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაიაროთ, თუკი გსურთ მოცემული თემის უფრო ღრმად განხილვა.

როგორც მოგვიანებით იხილავთ, იმისათვის რომ გამოეხმაუროთ შვიდდღიან მოწოდებას, თქვენ დაგჭირდებათ: თავისუფლება, ნდობა, სიმამაცე, აქტიური მოქმედებები, გაბედულება, მზადყოფნა ცვლილებებისა და რისკისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ კვირის ბოლოსთვის, ცვლილებები თქვენს შიგნითაც მოხდება.

მიიღეთ დღეს გადაწყვეტილება უპასუხოთ ამ მოწოდებას და მთელი კვირა გამოყავით ყველა ამ პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად. ჩვენ ვიცით, რომ შვიდი დღის დასრულებისთანავე თქვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ მეტი გულუხვობა შემოიჭრება, არამედ განსაკუთრებულ სიხარულს მოიპოვებთ, რომელიც ყველაზე დიდებული გამცემის მორჩილებიდან გამომდინარეობს!

Content

შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ

დღე პირველი. ბიბლიური მმართველობა — ყოველგვარი გულუხვობის საფუძველია. დოქტორი ზენეთ მარამარა (ფილიპინები)

დღე მეორე. აბრაამი — ხელგაშლილი ცხოვრების მაგალითი. რიჩარდ სემიუელი (ინდოეთი)

დღე მესამე. ფინანსური მმართველობა: გავცეთ ჩვენი „ყველაფერი“. მაიკ ონეილი (დიდი ბრიტანეთი)

დღე მეოთხე. გულუხვი ცხოვრება — ინიციატივის გამოჩენა. კეხინდ ოიო (ნიგერია)

დღე მეხუთე. მზადყოფნა — სტრატეგიული გულუხვობა. ჰარი უილიამსი (ავსტრალია)

დღე მეექვს. ე გულუხვობის „ამერიკული მთები“: გულუხვობის ორმოცი დღე. პასტორი რონი მადრიდი (გვატემალა)

დღე მეშვიდე. გულუხვობის მიზანი — განახლებული ცხოვრებით ცხოვრებაა. დენნის ფასტი (აშშ)

შთამაგონებელი მოწოდება გულუხვი ცხოვრებისკენ

სახელმძღვანელო მცირე ჯგუფებში განხილვისთვის

დამატებითი რესურსები

MB FOUNDATION-ის მომსახურება

ძირითადი შემდგენლები

, 2020
Language: Georgian
Original title: Cемидневный призыв к щедрости
Read with the App Read with the App Read with the App Read with the App