бесплатно
40 страниц 1 час чтения

შვიდდღიანი მოწოდება გულუხვობისკენ

გულუხვობა — ეს არ არის რაღაც თეორიული რამ. შვიდდღიანი მოწოდების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ აღგძრათ და შთაგაგონოთ სიუხვით სავსე ცხოვრებით იცხოვროთ, რომელიც სიხარულით გადმოსჩქეფს და იესო ქრისტეს წარმოაჩენს. რაღა თქმა უნდა, ზოგიერეთები შემდეგ კითხვას დასვამენ: «და როგორ გამოიყურება ეს ცხოვრება?» სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ შეგვიძლია პრაქტიკაში გავატაროთ წმიდა წერილი, მაგალითები და მსჯელობა, ისე, რომ მათ მართლაც გამოიღონ შედეგი?

ამ საკითხების მოსაგვარებლად, ჩვენ გთავაზობთ გამოეხმაუროთ შვიდდღიან მოწოდებას გულუხვობისკენ. თითოეული დღე, ამ შვიდი დღიდან, თავის თავში მოიცავს მონაკვეთს წმიდა წერილიდან, მსჯელობას და დავალებას. მრავალ დავალებას აქვს დამატებითი რესურსები, რომლებიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაიაროთ, თუკი გსურთ მოცემული თემის უფრო ღრმად განხილვა.

როგორც მოგვიანებით იხილავთ, იმისათვის რომ გამოეხმაუროთ შვიდდღიან მოწოდებას, თქვენ დაგჭირდებათ: თავისუფლება, ნდობა, სიმამაცე, აქტიური მოქმედებები, გაბედულება, მზადყოფნა ცვლილებებისა და რისკისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ კვირის ბოლოსთვის, ცვლილებები თქვენს შიგნითაც მოხდება.

მიიღეთ დღეს გადაწყვეტილება უპასუხოთ ამ მოწოდებას და მთელი კვირა გამოყავით ყველა ამ პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად. ჩვენ ვიცით, რომ შვიდი დღის დასრულებისთანავე თქვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ მეტი გულუხვობა შემოიჭრება, არამედ განსაკუთრებულ სიხარულს მოიპოვებთ, რომელიც ყველაზე დიდებული გამცემის მორჩილებიდან გამომდინარეობს!

Миссия Евразия, 2020
Язык: Русский
Оригинальное название: Cемидневный призыв к щедрости
Читать